კომპანიის შესახებ
კომპანიის შესახებ

სატრანსპორტო კომპანია "მეტრო ჯორჯია" არის საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის Metro-ს პარტნიორი საქართველოში, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით.

კომპანიის მიზანია სატრანსპორტო მომსახურების განვითარება და თანამედროვე დონის დანერგვა საქართველოში, რეგიონის შიდა და გარე ბაზარზე ახალი მიმართულებების შექმნა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისთვის ხელის შეწყობა.

ჩვენ ვასრულებთ საქართველოს შიდა რეისებს ბათუმი-თბილისის მიმართულებით და საერთაშორისო რეისებს თურქეთის 10-მდე დიდ ქალაქში.

კომპანიის პოლიტიკა ითვალისწინებს მგზავრთა უსაფრთხო, კომფორტულ გადაყვანას და მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას.

2014 წელს გამოშვებული, 50 მგზავრზე გათვლილი ავტობუსები აკმაყოფილებს დღეს არსებულ ყველა ევროპულ სტანდარტს.

"მეტრო ჯორჯიას" მთავარი ოფისი მდებარეობს ბათუმის ახალ საერთაშორი ავტოსადგურში, სადაც შექმნილია მაღალი კლასის მომსახურება. სასურველი რეისის გასვლამდე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ კვების ობიექტით.

ჩვენთვის თითოეული მგზავრის აზრი და შენიშვნა მნიშვნელოვანია.

დაისვენეთ როცა მგზავრობთ მეტრო ჯორჯიასთან ერთად.