კომპანიის ისტორია
კომპანიის ისტორია

კომპანია "მეტრო ჯორჯია" დაარსდა 2014 წელს ქართული ინვესტიციებით და ადგილობრივი ბიზნესმენების უშუალო ძალისხმევით. "მეტრო ჯორჯია" არის საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის Metro-ს პარტნიორი, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით.

კომპანიამ განვლო განვითარების შემდეგი ეტაპები:

I ეტაპი - კომპანია, ქართულ სატრანსპორტო ბაზარზე შემოვიდა 8 ახალი ავტობუსით, რომელსაც დღემდე გადაჰყავს მგზავრები ბათუმი-თბილისის მიმართულებით.

II ეტაპი - დაემატა ახალი მიმართულებები, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის სხვადასვა ქალაქებში.

"მეტრო ჯორჯია"-ს უკვე გადაჰყავს მგზავრები თურქეთის 10-მდე დიდ ქალაქში.

დაარსების პირველი დღიდანვე კომპანია ცდილობს გახდეს ლიდერი ქართულ სატრანსპორტო სივრცეში. 2014 წელს გამოშვებული, 50 მგზავრზე გათვლილი, ევრო 5-ს ძრავით აღჭურვილი ავტობუსები აკმაყოფილებს დღეს არსებულ ყველა ევროპულ სტანდარტს მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისათვის.

ყველა ავტობუსი დამატებით აღჭურვილია პერსონალური HD ხარისხის მონიტორებით რომლის მეშვეეობითაც, თითოეულ მგზავრს ეძლევა საშუალება მგზავრობის განმავლობაში აირჩის მისთვის სასურველი კინოფილმი, კონცერტი, შემეცნებით-გასართობი პროგრამა ან მოუსმინოს FM რადიოსადგურებს. ასევე, შესაძლებელია უფასო Wi-Fi ინტერნეტით სარგებლობა. მგზავრობის პერიოდში მგზავრებს ემსახურება კვალიფიციური გამცილებელი, რომელიც შემოგთავაზებთ უფასო ჩაის, ყავას, წყალს და მსუბუქ სასუსნავებს. მაღალკვალიფიციური პროფესიონალი მძღოლები მუდმივად გადიან ტრენინგებს კომპანია Metro-ს ინსტრუქტორებთან.

"მეტრო ჯორჯია" დისლოცირებულია ბათუმის ახალ საერთაშორისო ავტოსადგურში, სადაც მაღალი კლასის მომსახურებაა. სასურველი რეისის გასვლამდე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ კვების ობიექტით.

მთელი წლის განმავლობაში, ჩვენი კომპანია ახორციელებს სხვადასხვა აქციებს მგზავრთა კომფორტის და მგზავრობის საფასურის გასაუმჯობესებლად. შეღავათებით სარგებლობენ ბავშვები და შშმ პირები.

დაისვენეთ, როცა მგზავრობთ!

"მეტრო ჯორჯია".