აღმოაჩინეთ საქართველოს მაღალმთიანეთში ჩამალული ულამაზესი ტბები
3 დეკემბერი 2018
აღმოაჩინეთ საქართველოს მაღალმთიანეთში ჩამალული ულამაზესი ტბები

საქართველოში 856 ტბაა. ყოველი მათგანი უნიკალურია და ულამაზესი ბუნების წიაღში წარმოიშვა. რამდენიმე განსაკუთრებით იზიდავს მნახველებს, პანორამული ხედებით, ისტორიით თუ გასაოცარი გარემოთი. გვინდა რამდენიმე მათგანზე ჩვენც მოგიყვეთ.

ანგელოზის ტბა

ალბათ ინტერნეტში შეხვედრილხართ ფოტოს, რომელზეც აღბეჭდილია საქართველოს რუკის ფორმის ტბა, ის მესტიაში მდებარეობს და ადგილობრივები მას „ანგელოზის ტბას“ ეძახიან. ის თითქმის ზუსტად იმეორებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ფორმას. ადგილობრივთა თქმით ადრე ის ბევრად დიდი ყოფილა. ძველად, მას საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა, აკრძალული იყო მასში ხელის გასველება, კენჭის ჩაგდებაც კი და მას წმინდა ტბად მოიხსენიებდენენ. ლეგენდის თანახმად, საუკუნეების წინ იქ ხატებით დატვირთული ურემი ჩავარდნილა... თქვენი გადასაწყვეტია არის თუ არა ამ ამბავში რაიმე მისტიური, მაგრამ მისი ხილვა ნამდვილად საინტერესოა.

ანგელოზის ტბა - ფოტო: საბა სახვაძე


ყელიწადის ტბა

საქართველოში მრავლადაა ადგილები, სადაც ბუნება ხელშეუხებელი და ველურია. „ყელიწადის ტბა“ ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. იქაური გარემო არ ჰგავს ამქვეყნიურს, უფრო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრიდანაა.

ყელიწადის ტბა - ფოტო: ანზორ მეხრიშვილი


ტობავარჩხილის ტბა

„ტობავარჩხილი“ სულ უფრო პოპულარული ხდება ტურისტებს შორის. ის სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გზად ხობისწყლის ხეობაში თქვენ შეგხვდებათ: უნიკალური ჩანჩქერები, მდინარეები, მღვიმეები და ალპური ტბები. ტბაში თევზები არ ბინადრობენ, რადგან ის მტკნარი წლით არის სავსე, თუმცა აქ ამოსულებს თევზაობა და ნადირობა ნამდვილად არ მოგინდებათ. ყოველი ყოფითი პრობლემა დაგავიწყდებათ. ამ ფერდობის სილმაზითა და მისტიურობით მოხიბლულებს მეეჭვება უკან ჩამოსვლა მოგინდეთ.

ტობავარჩხილის ტბა - ფოტო: profkurort.ge


მაღალმთიანი ტბები, ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ფენომენია საქართველოს ბუნებისა, რომელიც იმდენად მრავალფეროვანი და მდიდარია, რომ ბოლომდე მისი შეცნობა ჯერ ჯერობით ვერავინ შეძლო.

"მეტრო ჯორჯია" უზრუნველყოფს თქვენს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას, საქართველოს მასშტაბით, დაგვემგზავრეთ და დაიწყეთ ჩვენი ულამაზესი ქვეყნის შეცნობა.