სანამ საზღვარგარეთ მოგზაურობას დააპირებთ
13 ნოემბერი 2018
სანამ საზღვარგარეთ მოგზაურობას დააპირებთ

„ქართველებს ჯერ საკუთარი ქვეყნის სილამაზე არ უნახავთ და სხვისას განადიდებენ!“

გეთანხმებით ბანალური ფრაზაა, თუმცა სამართლიანი. ქართველები, როგორც ნებისმიერი სხვა ერი, ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის სილამაზით მაგრამ სამწუხაროდ, იშვიათად ვეცნობით მას პირადად.

ჩვენი კომპანია ეცდება თავისი წვლილი შეიტანოს ადგილობრივი ტურიზმის პოპულარიზებაში და პერიოდულად შემოგთავაზებთ საინფორმაციო ბლოგებს, რომლებიც ვიმედოვნებთ - გაგიმძაფრებთ საკუთარი ქვეყნის შეცნობის სურვილს და დაგეხმარებათ საინტერესო მარშრუტების ძიებაში.

სადღეგრძელოებსა და ტურისტულ ვიდეო-რგოლებში, ხშირად გვესმის საქართველოს უნიკალური ბუნების ქება-დიდება, ხანდახან გადამეტებული მანერითაც კი, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ობიექტურად ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავია.

გაგიჭირდებათ ისეთი რელიეფის, ჰავის თუ ბუნებრივი პირობების პოვნა რომლებიც ჩვენთან არ მოიძიება. მცირე ფართობის მიუხედავად, ჩვენი სამშობლო იტევს დედამიწაზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ტიპს ასე რომ, მრავალფეროვანი გარემო თქვენს ხელთაა.

ჩვენ ვეცდებით ხელი შეგიწყოთ კარგად ნაცნობი მიმართულებების ახლებურად ათვისებაში და ასევე ნაკლებად ცნობილი "ღირსშესანიშნაობების" აღმოჩენაში, რომლებიც ჩვენს შორიახლოს არიან მივიწყებულნი.