სვანეთი - ამოუწურვადი სამოთხე მოგზაურისთვის
19 ნოემბერი 2018
სვანეთი - ამოუწურვადი სამოთხე მოგზაურისთვის

თუკი "მეტრო ჯორჯიას" დაემგზავრეთ, ყავის, ჩაის, მომარაგებული წიგნებისა თუ ჩვენი საბორტო ჟურნალის თანხლებით და თუკი ზუგდიდისაკენ აიღეთ გეზი, ეს ბლოგი თქვენთვისაა.

სამეგრელოს შუა გული კარიბჭეა საქართველოს ყველაზე მისტიური და შეუცნობადი ადგილისაკენ. აქედან მესტიაში ადვილად მოხვდებით, სამარშრუტო ტაქსითა თუ "ავტოსტოპით". დამპყრობლის ჯარისათვის ოდითგანვე მიუღწეველი მხარე ტურისტებისთვისაც უცხო იყო დიდი ხნის მანძილზე. ბოლო პერიოდში ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად გარდაიქმნა საქართველოში.

სვანეთის ხსენებისას, თვალწინ წარმოგვიდგება, კოშკები, დათოვლილი უშბა, კუბდარი და ბევრი სხვა რამ. მესტია და მისი შემოგარენი ამოუწურვადი სამოთხეა ტურისტისთვის, აქ ყოველ წელს რომ ჩამოხვიდე მაინც რაღაც ახალს აღმოაჩენ.

1. აუცილებლად უნდა ეწვიოთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს, უნიკალური არტეფაქტებით, არც მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი გამოგრჩეთ.

სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი

2. ჭალაადის მყინვარამდე გზა არც ისე დამღლელი, მაგრამ შთამბეჭდავია. 1850 მეტრზე ზღვის დონიდან თქვენ იხილავთ პეიზაჟს რომელსაც ვერ გადმოსცემს ვერცერთი აღმატებითი ზედსართავი ასე რომ, ჯობს ფოტოს დააკვირდეთ.

ჭალაადის მყინვარი - Marcin Chalupka


3. ქორულდის ტბების შესახებ ბევრს არ სმენია, თუმცა ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია სვანეთში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.


ქორულდის ტბა - Roman Tolordava


4. უშგული - ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი ევროპაში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. ადგლი სადაც სვანური ექსცენტრიულობა და სტუმართმოყვარეობა ყველაზე დიდი დოზით იჩენს თავს.

უშგული - Creative Travel Projects

5. შხარა, უშბა ,თეთნულდი - ამ სამი გიგანტის პირადად ხილვა განგიმტკიცებთ აზრს, რომ მხოლოდ მთებშია თავისუფლება.

შხარა უშბა - wikipedia

თუ სვანეთში ნამყოფი არ ხარ, საქართველოს სილამაზეზე რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, დამაჯრებელი ვერ იქნები. ასე რომ, ყველაფერი შენს ხელთაა.