მეტრო ჯორჯია ჭადრაკის საერთაშორისო ოლიმპიადას მოემსახურა
10 ოქტომბერი 2018
მეტრო ჯორჯია ჭადრაკის საერთაშორისო ოლიმპიადას მოემსახურა

კომპანია „მეტრო ჯორჯია“ ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ერთ-ერთი მათგანი, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა წარმატებით ჩატარდა ბათუმში, ჩვენმა კომპანიამ კი თავისი წვლილი შეიტანა ამ საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებაში.

ოლიმპიადაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გუნდები მონაწილეობდნენ. 190 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა თავი მოიყარა თბილისის, ქუთაისის ბათუმისა და ტრაბზონის აეროპორტებში, საიდანაც მათი ტრასპორტირება უზრუნველყო კომპანია „მეტრო ჯორჯიამ“.

ოლიმპიადა 2018 წლის 23 სექტმებრეს, ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა. ყველა ქვეყნის გუნდის კაპიტანმა გაიარა რეგისტრაცია ბათუმის სპორტის სასახლეში. იმავე დღის საღამოს “ყველა მონაწილე გადავიყვანეთ “Black Sea Arena”-ზე, სადაც 43-მე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ჩატარდა. მასშტაბური ღონისძიებისთვის, მეტრო ჯორჯიამ გამოიყენა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად აღჭურვილი ტრანსპორტი: ერთი 70 ადგილიანი ავტობუსი, 50 ადგილიანი 43 ავტობუსი, 35 ადგილიანი 30 ავტობუსი, 17 ადგილიანი 71 მიკროავტობუს და 9 მინივენი.

გახსნის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, მონაწილეები გადავიყვანეთ ურეკში, ქობულეთში, ჩაქვში, ბათუმსა და გონიოში არსებულ 23 სხვადასხვა სასტუმროში.

23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, ბათუმის სპორტის სასახლეში ინტენსიურად ტარდებოდა ტურნირები. ამ პერიოდში, ჩვენ რეგულარულად ვუწევდით სატრანსპორტო მომსახურებას ყველა ქვეყნის გუნდს, 23 სხვადასხვა სასტუმროდან სპორტის სასახლის მიმართულებით.

29 სექტემბერს კი მოჭადრაკეებს ჰქონდათ დასვენების დღე, რომელიც მათ ნაყოფიერად გამოიყენეს. მეტრო ჯორჯიამ უზრუნველყო მათი ტრანსპორტირება ბულვარის მიმართულებით, საიდანაც ოლიმპიადის მონაწილეებმა დაიწყეს ჩვენი ქალაქის უკეთესად გაცნობა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

5 ოქტომბერს ოლიმპიადა დასრულდა, ბენზეს კულტურის სახლში გაიმართა დახურვის ცერემონიალი, რომლისთვისაც ჩვენ მოვახდინეთ 145 ერთეული ტრასნპორტის მობილიზება, მონაწილეების კომფორტული გადაადგილებისათვის. მომდევნო დღეს, ტურნირის 2700 მონაწილე გადაყვანილი იქნა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში და ასევე ტრაბზონის აეროპორტში.

ჩვენმა ქალაქმა და ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო მოვლენას. ოლიმპიადის წარმატებით ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ გადაეცა მადლობის სიგელი, საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსაგან.