ბათუმის ლუდის ფესტივალი გვანცასთვის
4 ივლისი 2018
ბათუმის ლუდის ფესტივალი გვანცასთვის

7 ივლისს ბათუმში “ბათუმის ლუდის ფესტივალი” გაიმართება.

წლევანდელი ლუდის ფესტივალი საქველმოქმედო იქნება. ფესტივალზე შემოსული თანხა ბათუმელი გვანცა დიასამიძის დასახმარებლად გადაირიცხება.

ლუდის ფესტივალი ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღის 12 საათიდან დაიწყება. ფესტივალზე მისვლა და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სატრანსპორტო კომპანია მეტრო ჯორჯია აღნიშნული ფესტივალის მხარდამჭერია. ერთად ვაკეთოთ სიკეთე!

ფესტივალის ვებ-გვერდი: www.batumibeerfest.ge

ფესტივალის Facebook გვერდი: ბათუმის ლუდის ფესტივალი