მეტრო ჯორჯია უმსხვილეს საერთაშორისო ტურ-ოპერატორს მოემსახურა
5 დეკემბერი 2018
მეტრო ჯორჯია უმსხვილეს საერთაშორისო ტურ-ოპერატორს მოემსახურა

უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული კომპანია „TEZ TOUR”-ი 1994 წელს დაფუძნდა და ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა ბაზარზე. 24 წლის იუბელი ტურ-ოპერატორმა საქართველოში აღნიშნა.

2018 წლის 2 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე ჩვენს ქალაქს, ჯამში 480 სტუმარი ეწვია, სხვადასხვა აეროპორტიდან სასტუმროში მათი ტრანსპორტირება მეტრო ჯორჯიამ უზრუნველყო. ვიზიტმა რა თქმა უნდა არ ჩაიარა ექსკურსიის გარეშე, ჩვენი ულამაზესი რეგიონის ფარგლებში. სტუმრებმა დაათვალიერეს ქალაქი ბათუმი, მისი ძირითადი ღირსშესანიშნაობები, მოინახულეს უნიკალური ბოტანიკური ბაღი, გაეცნენ მის ისტორიას, ასევე სტუმრებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ მაღალმთიან აჭარას, მის ტურისტულ პოტენციალს.

ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორი გახლდათ „მეტრო ჯორჯია“, რომელმაც იზრუნა სტუმრების კომფორტულ გადაადგილებაზე მთელი აჭარის მასშტაბით.