ხარისხი, უსაფრთხოება და კომფორტი
ხარისხი, უსაფრთხოება და კომფორტი

მეტრო ჯორჯიას გუნდის მიზანი კლიენტების ხარისხინი მომსახურებაა, რაც უსაფრთხოების, კომფორტისა და სისუფთავის მაღალ დონეს გულისხმობს. გარწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ცდილობს და სისტემატიურად მუშაობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ევროპული სტანდარტების შენარჩუნებაზე.

მეტრო ჯორჯია კლიენტებს სთავაზობს შემდეგი სერვისებით სარგებლობას:

✔ გამცილებლის მომსახურება

ჩვენი გამცილებელი მოგემსახურებათ მთელი მგზავრობის განმავლობაში, იმისათვის რომ გააკონტროლოს მგზავრობის უსაფრთხოების წესები, დაიცვას ავტობუსში სისუფთავე და მგზავრთა წესრიგი; და შეგიქმნათ უზრუნველი გარემო კომფორტული მგზავრობისთვის.

✔ უფასო ყავა, ჩაი და წყალი

დაიმუხტეთ ენერგიით ან უბრალოდ გაგრილდით! მიირთვათ ყავა, ჩაი ან ცივი წყალი სრულიად უფასოდ, როცა მგზავრობთ მეტრო ჯორჯიასთან ერთად.

✔ უფასო ინტერნეტი Wi-Fi

ავტობუსით მგზავრობისას შეგიძლიათ ისარგებლოთ უსადენო ინტერნეტის (Wi-Fi) მომსახურებით, იმისათვის რომ არ მოცდეთ თქვენს სამსახურს და საქმეებს, ან უბრალოდ შეიქმნათ გარემო მეტი გართობისთვის.

* Wi-Fi პაროლის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ თქვენი ავტობუსის გამცილებელს.

✔ ფილმები, თამაშები და მუსიკები

ავტობუსის ყველა სავარძელზე დამონტაჟებულია HD მონიტორები. მგზავრობისას კი შეგიძლიათ ისიამოვნოთ სხვადასხვა ჟანრის ფილმების ყურებით, განიტვირთოთ და მოუსმინოთ მუსიკას ან გაერთოდ ვიდეო თამაშებით.

✔ ამანათის გაგზავნა

მეტრო ჯორჯიას ავტობუსები გთავაზობთ საამანათო მომსახურებას ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩვენს მიერ განხორციელებულ ნებისმიერ რეისზე. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისთვის, გთხოვთ მიმართოთ ჩვენს ოპერატორებს შესაბამის ავტო სადგურებში. ჩვენ გთავაზობთ დაბალ ტარიფებს და პროდუქტის უსაფრთხო ტრანსპორტირებას.

* ამანათის საფასურის კალკულაცია ხორციელდება ადგილზე ჩვენს ოფისებში.

✔ სამგზავრო ბარათი "Passenger Card"

ისარგებლეთ მეტრო ჯორჯიას სამგზავრო ბარათით - "Passenger Card".
თქვენ გეძლევათ საშუალება დააგროვოთ ქულები და მიიღოთ მონაწილეობა კომპანიის მიერ გამოცხადებულ აქციებსა და ფასდაკლებებში მთელი
წლის განმავლობაში.

✔ ავტობუსის დაქირავება

ჩვენ ბედნიერი ვიქნებით გავხდეთ თქვენი წვებულების, ქორწილისა თუ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზების ნაწილი. სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე 0 422 24 22 44 ან მოგვწეროთ თქვენი მოთხოვნა ელ-ფოსტაზე - info@geometro.ge და ერთად განვიხილოთ ფასები და სხვადასხვა შესაძლებლობები. დეტალურ ინფორამციას ჩვენი ავტობუსების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.