მგზავრობის წესები

დოკუმენტის შესახებ


მგზავრობის წესები ეხება ყველა იმ ავტობუსს, რომლიც არის კომპანია სს „მეტრო ჯორჯიას“ საკუთრებაში და ასრულებს მგზავრების გადაყვანის თუ ტვირთის გადაზიდვის სერვისს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. ნებისმიერ პიროვნებას, ვინც სარგებლობს კომპანიის სატრანსპორტო მომსახურებით, აღნიშნული დოკუმენტის გათვალისწინებით ეკისრება ყველა ვალდებულება. დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას, იმის შესახებ თუ რა პირობებს ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს და რა პასუხისმგებლობა ეკისრება მათ ჩვენი მომსახურებით სარგებლობის დროს.


აღნიშნული მგზავრობის წესები ეხება იმ ავტობუსებსაც, რომლებიც წარმოადგენენ კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ ქვეკონტრაქტორებს და აპელირებენ ზემო აღნიშნული სატრანსპორტო მომსახურების მოწოდების მიზნით.


აღნიშნულ დოკუმენტში დროგამოშვებით შესაძლოა გარკვეული ცვლილებების შეტანა. მოცემული მგზავრობის პირობები ძალაში შედის ბილეთს შეძენის მომენტიდან ჩვენს ოპერატორთან თუ სწრაფი გადახდის აპარატით ან ინტერნეტით. მოცემულ დოკუმენტში ტერმინი "ბილეთი", ასევე გულისხმობს ელექტრონულ ბილეთსაც. ბილეთების შეძენის შესახებ დეტალურ ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ გაეცნოთ: „ბილეთებით სარგებლობის წესები და შეძენის პირობები“ დოკუმენტს.


აღნიშნული შეთანხმება თქვენსა და სს „მეტრო ჯორჯიას“ შორის დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.


ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გავიზიროთ ჩვენი კლიენტების ნებისმიერი შენიშვნა თუ რეკომენდაცია, ხოლო საჩივრის შემოტანის შემთხვევაში, მზად ვართ ნებისმიერ გამოწვევას ვუპასუხოთ მყარი და დასაბუთებული ფაქტებით. გაუგებრობის ან ჩვენი მხრიდან დაშვებული შეცდომის შემთხვევაში, კომპანია მზად არის ბოდიშის მოსახდელად და სამომავლოდ ყველა ღონისძიების გასატარებლად, რაც ეფექტური იქნება დაშვებული შეცდომების გამოსწორების საქმეში. დამატებითი კითხვებით, შენიშვნებით თუ რეკომენდაციებით შეგიძლიათ მოგვმართოთ ნებისმიერ დროს. ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტის ბოლოში.



ჩვენი მოვალეობები თქვენს მიმართ


კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ გუნდის მიზანი კლიენტების ხარისხინი მომსახურებაა, რაც უსაფრთხოების, კომფორტისა და სისუფთავის მაღალ დონეს გულისხმობს.


ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ცდილობს და მუშაობს ზემო აღნიშნული მომსახურების მაღალი ხარისხის და სტანდარტების შენარჩუნებაზე, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი საქმიანობა წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურებას, მგზავრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ დროს შესაძლოა წარმოიქმნას ისეთი შეფერხება ან ბარიერი, რომლის გაკონტროლება და გადალახვა ჩვენს ძალებს აღემატება; რის გამოც მოგვიწიოს მარშრუტის, მგზავრობის სიხშირისა და დროის თუ ბილეთების ღირებულების შეცვლა.


მსგავსი გარემოს წარმოქმნის შემთხვევაში, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გამოვასწოროთ შეფერხებები და სტანდარტულ რეჟიმში დავაბრუნოთ ჩვენი მომსახურების ყველა პირობა. ზემოაღნიშნული გარემოებები შესაძლოა გამოწვეული იყოს: დაუგეგმავი საგზაო სამუშაოებით, გაუთვალისწინებელი საგზაო საცობებით, ბუნებრივი კატაკლიზმებითა თუ სხვა მსგავსი არაპროგნოზირებადი შემთხვევებით.


ასეთ სიტუაციებში, კლიენტთან ოპერატიული კომუნიკაცია წარმოადგენს ჩვენს ერთ–ერთ მთავარ მიზანს, ამიტომაც მაქსიმალურად შევეცდებით დროულად მოვახდინოთ თქვენი ინფორმირება, რათა, მგზავრობის რეისის გაუქმების ან დაგვიანების გამო თქვენ დროულად შეძლოთ გადაწყვეტილებების მიღება.


თუმცა, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი იმ დანაკარგის თუ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც გამოწვეული იყო იმ პირობებით, რაც ზემოაღნიშნულ პარაგრაფში იქნა განხილული. ასევე, არ ვართ პასუხისმგებელნი ჩვენი თანამშრომლების იმ ქმედებებზე, რომლებსაც ისინი არასამუშაო საათებში ახორციელებენ.



თქვენი პასუხისმგებლობა


ვინაიდან კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ მიზანი და საქმიანობა მიმართულია კომპანიის მომხმარებველთა კომფორტული და სასიამოვნო მომსახურებისათვის, მიგვაჩნია რომ აუცილებელია თითოეულმა მგზავრმა დაიცვას ის ძირითადი წესები, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა შედგენილი თქვენი და ჩვენივე პერსონალის კეთილდღეობისთვის.


გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით, უნდა დაიცვათ ყველა ის წესი, რაც მოცემულია აღნიშნულ დოკუმენტში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თქვენ არ გექნებათ ჩვენი ტრანსპორტით სარგებლობის უფლება, ან მგზავრობის პროცესში შეიძლება მოგეთხოვოთ ავტობუსის დატოვება. მგზავრობის წესების დარღვევის შემთხვევაში, ჩვენს მიერ არ მოხდება ბილეთს ან თანხის კომპენსაცია.



ზოგადი წესები


- ჩვენი ავტობუსები ჩერდება მხოლოდ იმ „გაჩერებებზე“, რომლებიც განკუთვილია „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსებისათვის. შესაბამისად, თქვენი მოთხოვნა თქვენთვის სასურველ ადგილას გაჩერებაზე, ვერ დაკმაყოფილდება მძღოლის მიერ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული წესი ჩვენი მომსახურებით სარგებლობამდე.


- გაჩერების შემთხვევაში, აკრძალულია მძღოლის ან გამცილებლის ნებართვის გარეშე ავტობუსის დატოვება ან მასში ჩასხდომა.


- გთხოვთ, მგზავრობისას დაიცვათ საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესები და ნუ გამოხატავთ უტაქტობას რომელიმე სხვა მგზავრის ან ჩვენი პერსონალის მიმართ.


- ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვუთხრათ ნებისმიერ პიროვნებას ჩვენი მომსახურებით სარგებლობაზე, თუ ის წარმოადგენს საფთხეს სხვებისთვის, გამოიყურება არაჰიგიენურად, იმყოფება ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ან ნებისმიერ სხვა მდგომარეობაში, როდესაც მას შეუძლია გამოიწვიოს მგზავრთა შეწუხება ან ავტობუსში არეულობა და ხმაური.


- თქვენ შესაძლოა მოგეთხოვოთ ჩვენი ავტობუსის დატოვება იმ შემთხვევებში, როდესაც შემჩნეული იქნებით:


* თამბაქოს მოწევაში (მათ შორის ელექტრონული სიგარეტი)

* ალკოჰოლის მოხმარებაში

* ნარკოტიკული საშუალებების მიღებაში

* ავტობუსის დაზიანებაში

* სხვა მგზავრების ან ჩვენი პერსონალის შეურაცჰყოფაში

* საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევაში

* ჰიგიენური ნორმების დარღვევაში


- გთხოვთ, შეინარჩუნოთ სისუფთავე და ნუ დაყრით ან მიმოფანტავთ ნაგავს ავტობუსში. ამისათვის, შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტობუსში არსებული ურნებით ან მიმართოთ გამცილებელს სანაგვე პარკის მოწოდებისათვის.


- მგზავრობის დროს მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება ნებადართულია. მაგრამ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ სხვა მგზავრებიც და ისარგებლოთ ყურასასმენით, იმისათვის რომ თქევენი ხმაურით ისინი არ შეაწუხოთ.


- გთხოვთ, ავტობუსში ნუ გაავრცელებთ სარეკლამო მასალებს ან ნუ დაიწყებთ რომელიმე კომპანიის პროდუქტების გაყიდვას ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე.



უსაფრთხოების წესები


- მგზავრობისას აუცილებელია გაითვალისწინოთ ჩვენი პერსონალის ყველა მითითება, იმისათვის რომ ხელი არ შეუშალოთ უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას. ასევე, გთხოვთ ნუ შეეკამათებით ან აგრესიულად ნუ მიმართავთ ჩვენს პერსონალს, მაშინ როდესაც ისინი ცდილობენ დაიცვან უსაფრთოება და მოგიწოდებენ სიმშვიდისკენ.


- გთხოვთ, ნუ შეეცდებით საუბრითა და ქმედებით მძღოლის ყურადღების გაფანტვას, როდესაც ის მართავს სატრანსპორტო საშუალებას.


- გთხოვთ, ავტობუსის გაჩერებამდე (იქ სადაც ნებადართულია) ან მგაზვრობის დასრულებამდე ნუ წამოდგებით სავარძლიდან და ნუ იმოძრავებთ ავტობუსში ჩვენი პერსონალის ნებართვის გარეშე.


- გაითვალისწინეთ, რომ მგზავრობისას ავტობუსში ფეხზე დგომა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩვენი პერსონალი გრთავთ ამის ნებას.


- გთხოვთ, ნუ მოწევთ თამბაქოს ავტობუსში ან ავტობუსის ამოსასვლელთან.


- გთხოვთ, არ შემოიტანოთ ავტობუსში მძაფრი სუნის მქონე ცხელი საკვები, ან სხვა პროდუქტი, ასაევე ცხელი სასმელის შემოტანის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები (არ დაღვაროთ ცხელი სითხე, არ მიიღოთ დამწვრობა ან საფრთხე არ შეუქმნათ სხვა მგზავრების ჯანმრთელობას).


- იმ შემთხვევაში, თუ მგაზვრობისას დაშავდით ან თავი შეუძლოთ იგრძენით, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ ჩვენს პერსონალს, იმისათვის რომ გაგიწიონ შესაბამისი დახმარება.


- მგზავრობისას რაიმე უცნაური ან საეჭვო სიტუაციის შემჩნევისას, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ ამის შესახებ ჩვენს პერსონალს.


- გთხოვთ, ნუ ისარგებლებთ საავარიო გასასვლელით გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნამდვილად იმყოფებით საგანგებო სიტუაციაში.


- ჩვენი ავტობუსები აღჭურვილია ვიდეო კამერებით, რომლებსაც შეუძლიათ დააფიქსირონ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, როგორც ავტობუსში, ასევე მის ირგვლივაც. შესაბამისად, კლიენტთა და კომპანიის პირადი ინტერესების დაცვის მიზნით, აღნიშნული ვიდეო მასალები შესაძლოა გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოებს, შემდგომი გამოძიების მიზნით.


- თქვენს მიერ ზემოღნიშნული უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი: თქვენთვის დროზე ადრე შეწყვეტილი მგზავრობის შემთხვევაში, ზარალისა და დანაკარგის ანაზღაურებაზე.



ველოსიპედი


ჩვენი ავტობუსებით ველოსიპედის გადაზიდვა შესაძლებელია, მხოლოდ მძღოლის ან გამცილებელის ნებართვის შემთხვეაში. ჩვენი გადაწყვეტილება დამოკიდებულია ავტობუსის საბარგულში თავისუფალი ადგილის არსებობაზე, ასევე ველოსიპედის მდგომარეობაზე.



შინაური ცხოველები


ჩვენი ავტობუსით შიანური ცხოველების ტრანსპორტირება მისაღებია, საბარგულში მხოლოდ სპეციალური კალათის მეშვეობით. მათი განთავსების მოთხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნას თუ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ ტრანსპორტში მყოფი მგზავრებვისათვის.



ბარგი


ჩვენს ავტობუსებში ბარგის განთავსება შესაძლებელია სპეციალურად გამოყოფილ საბარგულში. ავტობუსის საბარგულში ბარგის განთავსებას ჩვენი პერსონალი უზრუნველყოფს. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ შეიძლება უარი გითხრათ ბარგის ტრანსპორტირებაზე, იმ შემთხვევაში თუ ის შეიცავს ადვილად აალებად ან ფეთქებად ნივთიერებებს, ცეცხლსასროლ იარაღს (გარდა გამონაკლისისა) ან მგზავრობისათვის საშიშ სხვა მასალებსა თუ თხევად ნივთიერებებს.



დაკარგული ნივთები


თუ ფიქრობთ, რომ დაგრჩათ რაიმე ნივთი ან დაკარგეთ ბარგი ჩვენს ავტობუსში, მაშინ მოგვმართეთ ნომერზე: 0 422 24 22 44. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიპოვით თქვენს დაკარგულ ნივთს ან ბარგს, მისი დაბრუნება მოხდება ავტოსადგურიდან.


იმისათვის, რომ დაკარგული ნივთი ან ბარგი დაიბრუნოთ, აუცილებელია წარადგინოთ რაიმე დამადასტურებელი საბუთი მისი კუთვნილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა ნივთის დაბრუნებაზე შესაძლებელია უარყოფილი იქნას ჩვენს მიერ.


გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ ავტობუსში დატოვებულ ან დაკარგულ ნივთებზე ჩვენი კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს და შესაბამისად არც მათი ანაზღაურება მოხდება „მეტრო ჯორჯიას“ მიერ.


თუმცა, გარწმუნებთ, რომ ყველაფერს ვიღონებთ და გამოვიყენებთ ავტობუსებში არსებულ ვიდეო კამერების ჩანაწერებსაც, თქვენი დაკარგული ბარგის საპოვნელად.



ჩვენი ბილეთების შესახებ


ინფორმაცია ავტობუსის ბილეთით სარგებლობის წესების და შეძენის პირობების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ამ ბმულზე.



ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ


პერსონალური ინფორმაციის დაცულობის შესახებ დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



ფორს მაჟორი


ჩვენ ვთავისუფლდებით პასუხისმგებლობისგან და არ ვიღებთ თქვენთვის შემდეგი შემთხვევებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას:


- თქვენ არ იქცევით ჩვენი მგზავრობის წესების დოკუმენტში მითითებული სტანდარტების შესაბამისად;


- სტიქიური უბედურებების, საგზაო პრობლემების, გაფიცვების ან სხვა მსგავსი, ჩვენს მიერ არაკონტროლირებადი მოვლენების წარმოქმნისას, რამაც შესაძლოა შეაფერხოს ჩვენი მხრიდან მგზავრთა სრულფასოვანი მომსახურება;


- სხვა პრობლემების დაფიქსირებისას, როდესაც გაგვაჩნია შესაბამისად არგუმენტირებული მიზეზი, რისთვისაც ჩვენს სამუშაოს ვერ ვახორციელებთ.



პრეტენზიის დაფიქსირება


ჩვენი მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, მგზავრს უფლება აქვს მოგვმართოს წერილობითი პრეტენზიით. ამისათვის, უნდა შეავსოთ ეს პრეტენზიის ფორმა.პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გეცნობებათ წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში.



ცვლილებები ამ დოკუმენტში


კომპანია „მეტრო ჯორჯია“ იტოვებს უფლებას შეცვალოს აღნიშნული დოკუმენტი ნებისმიერ დროს. ამიტომ, გთხოვთ პერიოდულად გაადამოწმოთ დოკუმენტი მგზავრობის წესების შესახებ.



კონტაქტი

სს მეტრო ჯორჯია

ოდისეი დიმიტრიადის 3(ბათუმი ცენტრალი)

+995 (0) 422 24 22 44

+995 577 15 94 00

info@metrogeorgia.ge