1. უკვე დავასრულე ონლაინ ბილეთის შეძენა. რა არის შემდეგი ნაბიჯი?
ონლაინ ბილეთის შეძენის შემდეგ შეგიძლიათ ამობეჭდოთ თქვენი ელ-ბილეთი და ისარგებლოთ სამგზავროდ, ან ამოიწეროთ ელ-ბილეთში მითითებული ბილეთის ნომერი და გამგზავრებამდე გააბილეთოთ ავტოსადგურში. გაითვალისწინეთ, რომ ელ-ბილეთით სარგებლობა ან მისი გაბილეთება შესაძლებელია, მხოლოდ იმ პიროვნების მიერ ვისი მონაცემებიც მითითებული იყო ონლაინ ბილეთის შეძენისას.
2. რა უნდა ვქნა, თუ შეძენილი ბილეთის თარიღის ან მიმართულების შეცვლა, ან ბილეთის გაუქმება გადავწყვიტე და რამდენი იქნება საჯარიმო გადასახადი?
თუ, ბათუმი-თბილისის მიმართულებით შემთხვევით განახორციელეთ შეძენა ან გადაწყვიტეთ თარიღის/მიმართულების შეცვლა, გთხოვთ, ავტობუსის გამგზავრებამდე არაუგვიანეს 3 საათით ადრე (საერთაშორისო რეისებზე კი 6 საათით ადრე) მოგვმართოთ ტელეფონით ნომერზე 0 422 24 22 44, რომ დროულად შევძლოთ სისტემაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. სამგზავრო თარიღის ან მიმართულების შეცვლა, ან შეძენილი ბილეთის გაუქმება შესაძლებელია განხორციელდეს უფასოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც გათვალისწინებულია „მეტრო ჯორჯიას“ ბილეთით სარგებლობის წესები და შეძენის პირობების დოკუმენტში. ელექტრონულად შეძენილი ბილეთების შეცვლა, გაუქმება ან ანაზღაურება შეუძლებელია.
3. არის თუ არა ჩემი პირადი ინფორმაცია და საკრედიტო ბარათის მონაცემები დაცული?
რა თქმა უნდა! თქვენი პირადი ინფორმაცია ინახება და დაცულია ჩვენს სერვერზე. მას გამოიყენებენ მხოლოდ ბილეთის მესაკუთრის იდენტიფიცირების მიზნით, საკრედიტო ბარათის მონაცემების უსაფრთხოებას კი ბანკი უზრუნველყოფს. გარწმუნებთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო დეტალები და ინფორმაცია განხორციელებული მგზავრობის შესახებ, არ გადაეცემა მესამე პირს, გარდა იმ შემთხვევებისა, როემლიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. პირადი ინფორმაციის შენახვისა და გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ "მეტრო ჯორჯიას" მიერ შექმნილ დოკუმენტს კოფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ.
4. რამდენი საათი სჭირდება მგზავრობას თბლისი-ბათუმის მიმართულებით და სად არის მგზავრებისთვის თბილისსა და ბათუმში ბოლო პუნქტი?
თბილისი-ბათუმის მიმართლებით მგზავრობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამგზავრების დროზე. ეს ინფორმაცია დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მარშრუტები და განრიგის გვერდზე. მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 6 საათს. თბილისში მგზავრების ჩამოსმა ხდება ორთაჭალის ავტოსადგურში (მის.: გულიას ქ. #1), ხოლო ბათუმში - ახალ საერთაშორისო ავტოსადგურში (მის.: გოგოლის ქ. #1).
5. სად არის განთავსებული თქვენი ოფისები და რომელ საათებში მუშაობს?
ჩვენი ოფისები განთავსებულია საქართველოს 9 ქალაქში. დეტალური ინფორმაცია ოფისების მდებარეობისა და კონტაქტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ოფისების გვერდზე.
6. რამდენი დღით ადრეა სასურველი განვახორციელო ბილეთის შეძენა?
სასწავლო სეზონის, საზაფხულო არდადეგების და სადღესასწაულო დღეების დაწყების და დასრულების, ასევე საზღვაო სეზონზე და საახალწლო-საშობაო პერიოდში, განსაკუთრებით მატულობს ბილეთების გაყიდვების რაოდნობა თბილისი-ბათუმის მარშრუტებზე. ამიტომ, ამ პერიოდში თუ დაგეგმილი გაქვთ მგზავრობა და იცით ზუსტი გამგზავრება-დაბრუნების თარიღები, სასურველია რომ ბილეთის შეძენა განახორციელოთ ორი დღით ადრე მაინც. სხვა პერიოდში ყველაზე დატვირთლი კვირის დღეებია პარასკევი და კვირა, რისთვისაც რეკომენდირებულია ბილეთების შეძენა წინა დღით, დანარჩენ შემთხვევებში კი - გამგზავრების დღეს.
7. არის თუ არა თქვენი შემოთავაზებული უფასო სერვისები ხელმისაწვდომი მთელი მგზავრობის განმავლობაში?
დიახ! ჩვენს მიერ შემოთავაზებული უფასო სერვისები მგზავრობის პერიოდში მოიცავს: უკაბელო ინტერნეტს (Wi-Fi), პერსონალურ HD მონიტორებს (ფილმები, თამაშები, მუსიკები, რადიო), ჩაი/ყავა/წყალს და გამცილებლის მომსახურებას.
8. ვის შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების ვაუჩერით ავტობუსით მგზავრობისას?
მთელი წლის განმავლობაში, ჩვენი კომპანია ახორციელებს სხვადასხვა აქციებს. ჩვენთან შეღავათებით სარგებლობენ ბავშვები, სტუდენტები, შშმ პირები და სამხედრო მოსამსახურეები. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბილეთით სარგებლობის წესების და შეძენის პირობების დოკუმენტში.
9. წარმოვადგენ კომპანიას ან ორგანიზაციას. შესაძლებელია თუ არა თქვენთან პარტნიორობა?
ჩვენი კომპანია მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ კომპანიასთან თუ ორივე კომპანიის საერთო ინტერესები ერთმანეთს პასუხობს. მეტრო ჯორჯიასთან პარტნიორობის ან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ნებისმიერ დროს. ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
10. რამდენად შესაძლებელია თქვენი ავტობუსის დაქირავება?
ჩვენ ბედნიერი ვიქნებით გავხდეთ თქვენი წვებულების, ქორწილისა თუ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზების ნაწილი. სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე 0 422 24 22 44 ან მოგვწეროთ თქვენი მოთხოვნა ელ-ფოსტაზე - info@metrogeorgia.ge და ერთად განვიხილოთ ფასები და სხვადასხვა შესაძლებლობები.
11. ვარ თუ არა დაზღვეული მგზავრობის დროს?
დიახ, ჩვენი თითოეული მგზავრი დაზღვეულია. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ იგრძნოდ თავი მშვიდად მეტრო ჯორჯიასთან ერთად მგზავრობისას.
12. გყავთ თუ არა კვალიფიციური მძღოლები?
რა თქმა უნდა! იმგზავრეთ მშვიდად "მეტრო ჯორჯიასთან" და მის მაღალკვალიფიციურ, პროფესიონალ მძღოლებთან ერთად. ისინი გადიან ტრენინგებს კომპანია Metro-ს ინსტრუქტორებთან.
13. სად შეიძლება ვიპოვო მარშრუტების მიმართულებები, განრიგი და ფასები?
ინფორმაცია მარშრუტების მიმართულებების, განრიგისა და ფასების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
14. შესაძლებელია თუ არა ამანათის გაგზავნა თქვენი დახმარებით?
შესაძლებელია. ამანათის გაგზავნის სერვისით სარგებლობისთვის უნდა მიმართოთ ჩვენს ოპერატორს. ხოლო, ჩვენს ოფისში ამანათის ზომის და წონის გადამოწმების შემდეგ მოხდება მომსახურების ფასის კალკულაცია.
15. თუ ვერ მოვიძიე სასურველი ინფორმაცია თქვენი მომსახურების შესახებ, როგორ შეიძლება რომ დაგიკავშირდეთ?
თუ ვერ მოიძიეთ სასურველი ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე, შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენი კითხვა Facebook.com/metrogeorgia -ზე და მიიღოთ პასუხი 24 საათის განმავლობაში, ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 0 422 24 22 44.